4/24/09

ეფემერები ემიგრანტის არქივიდან



გალერეა ვერნისაჟშია წარმოდგენილი.გამოფენა 22 მარტს გაიხსნა და რამდენიმე დღე გაგრძელდება. თამარ და აკაკი პაპავების ”კოლექციიდან” გამომზეურებული ეფემერები (პოსტერზე დაბეჭდილი წარწერა გვამცნობს (ავტ.პ. ნაცვლიშვილი)”ეფემერა ისეთ საკოლექციო ერთეულს გვიქვია, რომელიც კი არსებობს, მაგრამ რომლის არსებობა არც აუცილებელია, არც საყოველთაო და არც რამ გარეშე წყაროთი დადასტურებული. მაგალითად, მოსაწვევი ბარათი, ტრამვაის, თვითმფრინავის, თეატრის, მუზეუმის, სტადიონის თუ ლატარიის ბილეთი, რესტორნის მენიუ, პროკლამაცია...აფიშა, პლაკატი, მისალოცი, ეტიკეტი...ჟურნალის ან გაზეთის ამონაჭერი”..და სხვა რომელთა ჩამონათვალი შეიძლება უამრავი იყოს ”ეფემერები საუკეთესო დამხმარე წყაროა ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენების შესასწავლად..” და რა თქმა უნდა ამ მხრივ საკმაოდ ყურადსაღებიც. აღნიშნული გამოფენა პირველია საქართველოში და იმედია არა-უკანაასკნელი)-გაზეთებიდან ამოჭრილი მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დაწყებული, ფურცლის ნაგლეჯზე უბრალოდ მეგობრული, თუ ოჯახური მიმოწერით დამთავრებული...ყველაფერი ერთად თავმოყრილი ,სითბოთი და ნოსტალგიით გაჟღენთილი საქართველოდან გადახვეწილი ემიგრანტების მიერ სათუთად შენახული, დღეს გალერეის კედლებზეა გამოფენილი და მნახველს საშუალებას აძლევს საქართველოს უახლოეს წარსულში იმოგზაუროს


პ.ს. თამარ და აკაკი პაპავები საქართველოს გასაბჭოების დროს ორ შვილთან ერთად აღმოჩნდნენ ემიგრირებულნი ჯერ გერმანიაში , შემდეგ კი არგენტინაში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მათი შთამომავლები

4/3/09

თამარ (ბაილა) ჭეიშვილი



გობელენისტი, არაერთი გამოფენის მონაწილე(რიგა, მოსკოვი, თბილისი, ქუთაისი). აქვს გამოგონება, რომლის საშუალებითაც ”შექმნა მოცულობითი, სივრცული ფორმა ”ქანდაკება” შალის ძაფში. მისი ნამუშევრები ”არაჩვეულებრივი ტექნიკითაა შესრულებული. იგი იყენებს, როგორც კლასიკური ქსოვის ტექნოლოგიას, ასევე მარყუჟიან და რელიეფურ ქსოვას. მისი ერთ-ერთი აღმოჩენა გახლავთ ჰოლოგრამული ტექნოლოგია, სადაც გობელენს სკულპტურული ელემენტები შეუთავსა” (ე. ჩოგოვაძე). მჟღერი დეკორატიული ფერების გემოვნებით შეხამება კი მის ნამუშევრებს ”ნატიფი ლირიზმით” აღავსებს. პირველ აპრილს სწორედ ქ-ნ თამარის გამოფენა გაიხსნა გალერეში”რაციო” (საერთო სახელწოდება გამოფენების ციკლისა არის ”დედაქალაქის მიღმა”) რაც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ მხატვრის შემოქმედებას. გამოფენა 7 აპრილამდე გასტანს.



4/2/09

”იტალიური სტილი” ქარვასლაში




იტალიიის საელჩოს ინიციატივით ქარვასლაში მოეწყო გამოფენა -”იტალიური სტილი -სამოსი და ავეჯი” . ცნობილი დიზაინერების კერძო კოლექციებიდან (არმანი, ფერრე , ვალენტინო, ვერსაჩე და სხვ.) გამოტანილი სამოსი, მიუხედავად იმისა რომ ძველ კოლექციას წარმოადგენდა( 70-იანი წლები ძირითადად)მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ასევე არ დარჩებოდით გულგრილნი ავეჯის თუ სხვა დეკორატიული საგნების მიმართ რომელიც შეძლებისაგვარად უხვად იყო წარმოდგენილი- კარტელი მირაბილი, მანოტა...გამოფენა 26 აპრილამდე გასტანს , რაც იტალიური სტილი მოყვარულებს ალბათ გაახარებს.