2/8/12

სტრუქტურული ბაღი

ასე ქვია თორნიკე ჭაფოძის გამოფენას, რომელიც  ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს. მართალი გითხრათ , წარმოდგენა არ მქონდა სათაურის მიღმა რა გამოფენა დამხვდებოდა, თუმცა ფერწერულ ტილოებს ნამდვილად არ ველოდი. დარბაზში მისულს კი რამდენიმე წუთი მაინც დამჭირდა , გამეაზრებინა ის , რასაც ვუყურებდი. თუმცა ამ რამდენიმე წუთის მერეც გამოფენის არსს ჩავწვდი-მეთქი  რომ ვთქვა ტყუილი იქნება,ცოტა უცხო იყო და თან მოულოდნელი, ამიტომ ,ისევე მოვიქეცი როგორც დამთვალიერებელთა უმეტესობა- იქვე შესასვლელში დაწყობილ ანოტაციას დავავლე ხელი და მეორედ უკვე ამ ანოტაციის კითხვა-კითხვით შემოვუარე დარბაზს. თქვენ კი ამ ანოტაციას აქვე გთავაზობთ, თუ სურვილი გექნებათ გამოფენის ნახვის, წინასწარ იქნებით მომზადებულნი : )
bagi  

1  2
3              4

1/26/12

კარლო კაჭარავას გამოფენა თიბისი გალერეაში


30 იანვარს, 19:00 საათზე,
თიბისი გალერეაშიცნობილი ქართველი ავანგარდისტი მხატვრის
კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნებაექსპოზიციაზე 
ხუთი  დღის განმავლობაშიწარმოდგენილი იქნება ნამუშევრები 
კარლო კაჭარავას ოჯახის კოლექციიდანმათ შორის ნახატები
რომლებიც ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავსპირველად ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა ნახოს კარლო კაჭარავას ბოლოდაუმთავრებელი ნამუშევარი „სიბნელის ხელოვნება“, რომელსაც მხატვარი თერთმეტი დღის  განმავლობაშისანთლის შუქზე ხატავდა
სწორედ ამ ნახატზე მუშაობისას 1994 წლის აპრილს 30წლის ასაკში
ის ანევრიზმით გარდაიცვალა.
გამოფენა პროექტ „ქათული მხატვრობის“ ფარგლებში იმართებაგამოფენის პარალელურად შედგება პროექტის მეოთხე ალბომის კარლო კაჭარავა“ 
პრეზენტაციაც.


გამოფენის პრესრელიზი

9/23/10

ფესტივალი თბილისში

29 სექტემბრიდან 15ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სპექტაკლები მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, იტალია, საფრანგეთი,გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ისრაელი, ხორვატია, ესტონეთი, ლიტვა, სომხეთი, ირანი. ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე

2/12/10

ირაკლი ავალიშვილის პერსონალური გამოფენა



2010 წ 5 თებერვალს, პარასკევს, 18:00, ხელოვნების ცენტრ „მუზაში“ გაიხსა ირაკლი ავალიშვილის მე-14, პერსონალური ფერწერული ნამუშევრების გამოფენა


ირაკლი ავალიშვილის ნამუშევრები არაერთხელ მიხილავს და ყოველთვის განსხვავებული(რაღაცნაირი) დადებითი ემოციებით მმუხტავს. თუმცა მხოლოდ მე–არა. გამოფენის დამთვალიერებელი უგამონაკლისოდ აღიარებს მხატვრის ფერწერის საოცარ ფერადოვნებას და თავისებურ ხელწერას, და აღფრთოვანების გარეშე ვერ უვლის გვერდს მის ტილოებს.

ხელოვნებათმცოდნე,მიხეილ ქურდიანი:"მხატვრების ერთმანეთთან შედარება ისევე არ შეიძლება, როგორც სპორტსმენების, სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან, ყველა მხატვარს, თავისი საკუთარი მიმართულება აქვს, მაგრამ თუ ავიღებთ მხოლოდ ფერწერას, მაშინ ი.ავალიშვილი ამ მხრივ, საქართველოში საუკეთესოა“ (გაზ. „24 საათი“, 09.12.2003 )
მსოფლიოს საუკეთესო გალერეა. „აგორას“, (ნიუ-იორკი) დირექტორი ანჯელა დი ბელო: “ბრწყინვალე ფერებია“. ალენ პორი (დიუმას ცენტრის ხელმძღვანელი): „მაღალი კლასია!“


პ.ს.ირაკლი ავალიშვილი დაიბადა,21.02.1950, თბილისში. 1967 . დაამთავრა 55 სკოლა,1993 . თსუ ხელოვნების ფაკ. (ხელ.. ახობაძე), არის ფიზ. მათ. მეც. კანდიდატი. 10 სამეცნიერო შრომის ავტორი. ომის მე-3 ჯგ.ინვალიდი.
20-ჯერ მონაწილეობდა ეროვნულ გალერიის გამოფენებში. შექმნა, 450-მდე ფერწერული ნამ-უშევარი, 13-უცხოეთშია. 1997წ.-დან მხატვართა კავშირის წევრია . 1 ქალიშვილის და 5 ვაჟის მამა. მეუღლე მარინა ახვლედიანი, ფერმწერი გარდაიცვალა 2007 წ.




სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

2/10/10

მიხილ როსტომაშვილის ფოტოგამოფენა



აკადემიაში 4დან–8 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა . გამოფენას ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. პირადად ჩემთვის კი სასიამონო აღმოჩენად იქცა









ბრიტანეთის საბჭოს კოლექცია აკადემიაში



4 თებერვალს სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ქვა, ქაღალდი,მაკრატელი" , რომელიც ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან იქნა გამოტანილი. საინტერესო ნიმუშები ,რომლებიც საგამოფენო დარბაზშია გამოფენილი წარმოადგენს ბრიტანელ მოქანდაკეთა ნამუშევრებს 1950იანი წლებიდან დღემდე. ოფორტი,სქრინპრინტი,ლინოგრავიურა,ლითოგრაფია, საკმაოდ საინტერესო მასალაა.



გამოფენა 2 კვირას გასტანს.
აქვე გთავაზობთ გამოფენაში მონაწილე ხელოვანთა შესახებ მოკლე ანოტაციებს და გამოფენის პრეს–რელიზეს.


გამოფენა გვთავაზობს მოქანდაკეთა არსენალში არსებულ გრავირების სხვადასხვა მეთოდს. მაგალითად, სქრინ–პრინტით მიიღწევა გრავირების უკიდურესად კარგი ხარისხის გლუვი ზედაპირი. ეს მეთოდი ასევე იძლევა ნამუშევრის მრავალი ზუსტი ასლის დამზადების საშუალებას.ლინოგრავიურისა და ოფორტის შექმნა კი ბევრად უფრო შრომატევადი პროცესია, რომელთა საბოლოო შედეგის წინასწარ განსაზღვა შეუძლებელია. ეს მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა ხელოვანი ქაღალდს საბეჭდი დაზგიდან იღებს.

ჰენრი მური(1898–1986) და ედუარდო პაოლოცი (1924–2005) უპირველეს ყოვლისა თავიანთი დიდი ზომის სამ–განზომილებიანი ქმნილებებით არიან ცნობილნი.ამავე დროს მათ უამრავი გრავიურა შექმნეს.გამოფენაზე ჰენრი მურის ხელოვნება წარმოდგენილია ორი ლითოგრაფიით, რომლებიც მან კარიერის დასასრულს შექმნა. ყველაზე ადრინდელი ნამუშევრები კი ედუარდო პაოლოცის ეკუთვნის. ედუარდო პაოლოცი იმყოფებოდა ბრიტანეთში 1960იან წლებში, როდესაც იქ გრავიურების დამზადების ნამდვილი ბუმი იყო.პაოლოცი ცდილობდა შეესწავლა ურთიერთკავშირი ტექსტსა და გამოსახულებას შორის, ასევე სწავლობდა რეპრეზენტაციის პოლიტიკას საზოგადოებაში, სადაც მასობრივი მოხმარების კულტურაა გაბატონებული.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ანიშ კაპურის (დაბ.1954),ტრეისი ემინის(დაბ 1963,) გილბერტის(დაბ 1943) და ჯორჯის(დაბ1942), ანია გალაციოს (დაბ.1963)გრავიურები. დევიდ შრიგლის (დაბ 1968),მაიკ ნელსონის (დაბ 1967), დემიენ ჰერსტის(დაბ 1960) ნამუშევრები.

ორ და სამ განზომილებიან ქმნილებებს შორის ურთიერთობის კვლევა და გრავირების თანამედროვე მეთოდების მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების შესწავლა იყო განმსაზღვრელი ხელოვანთა შემდეგი თაობის ნამუშევრებში. მაგალითად, ანიშ კაპურს აინტერესებს როგორ ზემოქმედებას ახდენს მისი ქმნილება მნახველის მიერ ფორმისა და სივრცის აღქმაზე.ის იყენებს სუფთა პიგმენტს მუშაობის პროცესში. მისი გრავიურები მკვეთრი ფერებისა და ეთერული ფორმების საშუალებით,ხშირად სენსორული გამოცდილების მიღების საშუალებაა. ტრეისი ემინი ქმნის მონოგრავიურებს, რომლებსაც პირდაპირ საბეჭდ დაზგაზე ხატავს, რითაც განცდებისა და ფიქრების ცოცხალ, დოკუმენტურ ჩანაწერებს გვთავაზობს. ის გრავიურებს იყენებს საწყის ეტაპად თავისი სკულპტურული ქმნილებისათვის.

გილბერტი და ჯორჯი გავრცობილი სკულპტურული ფორმების კონცეფციას იკვლევენ.ასევე შექმნეს ბარათების სერია, რომელთა ცალ მხარეს სახუმარო ლექსები იყო , მეორე მხარეს კი თავად ავტორები.

ანია გალიციოს გრავიურებში ბუნების რეინტერპრეტაცია გამოხატავს მხატვრის დამოკიდებულებას ბუნებისადმი და მისი კვდომის პროცესისი მიმართ.

გრავიურები გვევლინებიან ასევე ორიგინალის დოკუმენტურ მასალად. დევიდ შრიგლის ილუსტრირებული რუკა ამის დასტურია. მაიკ ნელსონის ფოტოგრაფიული გრავიურები კი ინსტალაციებს ასახავენ; წინა პლანზე სწევენ არტისტული რეპროდუქციების საკითხს.

დემიენ ჰერსტის სპინ–პრინტები ცენტრიფუგული ძალის გამოყენებითაა შექმნილი (წრიულად მბრუნავი ქაღალდისა და მელნის მეშვეობით).


5/21/09

World Press Photo Exhibition in Georgia


World Press-ფოტო გამოფენა, რომელიც საქართველოში ტარდება, წარმოადგენს 2008 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტომასალას.

ჟანრი-ფოტოჟურნალისტიკა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის საინტერესო მოვლენები, ”რეპორტაჟები”  ცხელი წერტილებიდან, აქტუალური თემები რომლებიც აღელვებს მსოფლიოს...

ჟურნალისტის თვალით დანახული კადრი,დაჭერილი წამი, ემოცია, ფაქტი..ამ ყველაფერს იხილავთ გამოფენაზე, რომელიც  სამ კვირას გაგრძელდება, ხოლო მოგვიანებით სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებს.

საქართველოში World Press-ის ფოტოგამოფენა პირველად ტარდება 

(დაწვრილებით ორგანიზაციაზე იხ. ბმულში:

http://www.club24.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=13&info_id=34)


(მისამართი: ავლაბარი, ჯორბენაძის ქ. #9, მეტეხის ეკლესიასთან) 

Произведение искусства дня

National Geographic Photos

ფოსტალიონი. გრაფაში’Email’-მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა