3/20/09

ბრუნო ვეფხვაძე-დროში მოგზაურობა გალერეა GTM-ში




       

19 მარტს არტ-გალერეა GTM-ში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის , ბრუნო ვეფხვაძის პერსონალური გამოფენა(ეს მისი პირველიპერსონალური გამოფენაა). წარმოდგენილი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო თავისი თემატიკითა თუ გადაწყვეტით, ზეთის საღებავებით შესრულებული დიდი ზომის ტილოების თვალიერებისას თითქოს დროში მოგზაურობ -ერთი მხრივ ანტიკური სამყაროს ისტორიები იპყრობს თქვენს ყურადღებას,ეგვიპტე, რომი... მეორეს მხრივ საბჭოური პერიოდის ნატურმორტი,  თუ მშობლიური კუთხის პეიზაჟები(მცხეთა, დავით გარეჯი..), აღსანიშნავია პორტრეტებიც (მათ შორის ორი  ავტოპორტრეტი) რომლებიც ერთდროულად რეალისტური გამომსახველობით და ამავე დროს, ერთგვარი ”ზღაპრული”ხასიათით გამოირჩევა ...
თუმცა მონათხრობს თვალით ნანახი სჯობს ,  
გამოფენა 22 მარტამდე გრძლედება 
ჩემის მხრივ კი ერთს დავამატებ , რომ გალერეა  გაოცებულმა დავტოვე...

            

(სრულად ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ სათაურის ბმულიდან)

ბეჭდვითი კომუნიკაციის დიზაინი გერმანიაში

                

ამგვარი სათაურით გაიხსნა გამოფენა 11 მარტს გოეთეს ინსტიტუტში. ნაჩვენები იყო გერმანიაში ვიზუალური მედიის განვითარების საფეხურები ( უკეთ რომ ვთქვათ- სტილები). დიდი ზომის სტენდებზე გამოფენილ სხვდასხვა სახის ”მესიჯებს” თან ერთვოდა ტექსტი რომელიც აერთიანებდა იმ თემატიკას , რასაც გამოფენა ეხებოდა. პირველი სტენდი ტიპოგრაფიას დაეთმო, მეორე- გრაფიკული დიზაინის შესახებ მოგვითხრობდა, მესამეზე-ციფრულ მედიაზე იყო საუბარი და ა.შ. ერთ ერთი სტენდი გერმანიაში კომუნიკაციების დიზაინის განვითარებაზე აკეთებდა აქცენტს... თემის შესაბამისი ვიზუალური დასაბუთება კი საკმაოდ საინტერესო და ადვილად აღსაქმელს ხდიდა მოწოდებულ მასალას.
გამოფენა 31 მარტამდე გაგრძელდება

         

3/19/09

”დასავლეთი და აღმოსავლეთი” გალერეაში ”რაციო”



     


საქპატენტის გალერეა ”რაციო” გიწვევთ ალი ასლანიშვილისა(Ali Aslanishvili) და ერიკ ბინდერის(Eric Binder) ნამუშევრების გამოფენაზე რომელიც 11 მარტს გაიხსნა და ირანული კულტურის დღეებთან დაკავშირებით 27 მარტამდე გაგრძლედება. ალი ასლანიშვილი ფერეიდანელი ქართველია, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ცხოვრობს, მისი ნამუშევრები ისეთი ფერადოვანია და აბსტრაქტული , ერთი შეხედვისთანავე აღმოსავლური ხედვის ადამიანი წარმოგიდგებათ თვალწინ, უსაზღვრო უდაბნოებითა და უდროობაში ჩაძირული ფილოსოფიით. მეორე მხატვარია ერიკ ბინდერი , ფლორიდიდან, რომელიც ასევე საქართველოში ცხოვრობს უკვე წელიწადნახევარია და მისი მზით გაჯერებული დასავლური კონკრეტიკით აღბეჭდილი ნამუშევრები ისეთ სითბოს აფრქვევენ ძნელია აღფრთოვანების გარეშე შეხედოთ.

  

“გამოფენას შეიძლება პირობითად ”დასავლეთი და აღმოსავლეთი” ეწოდოს, რადგან ალი ასლანიშვილი ფერეიდანელი ქართველი, ხოლო ერიკ ბინდერი -ამერიკელი მხატვარია ფლორიდიდან. ორივე ხელოვანმა იმ კულტურის ტრადიცია, თვისებები, ხასიათი და დამოკიდებულება გაითავისა, რომლის წარმომადგენელიცაა.
ალი ასლანიშვილის ორი სამშობლოს პირველქმნილი ბუნება ისპაჰანურ პეიზაჟებში, ზაგროსის მთებსა და საქართველოს ხედებში აისახა...ამერიკელი მხატვრის მზერა ადამიანის ხელით შექმნილი ყოფითი საგნებისკენაა მიმართული...
ექსპოზიცია ორი სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მქონე მხატვრის კონტრასტულ ხელოვნებაზეა აგებული, თუმცა ერთ საგამოფენო სივრცეში მათი შემოქმედება დიდი სამყაროს ერთ პატარა , დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიად იკითხება”

( ამონარიდები აღებულია საგამოფენო ბუკლეტის ტექსტიდან)


   

ქართველები ბრუნდებიან



TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში 12 მარტს გაიხსნა გიორგი გუგუშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ”ქართველები ბრუნდებიან”
დიდი ზომის ტილოებზე ნაჩვენებ ფერადოვან სახეებში შეიძლება ვერც შეიცნოთ ეთნიკური ქართველები , მაგრამ მთავარი ეს არაა , მთავარი იდეაა რომელიც ავტორმა უზარმაზარ მუქ ლურჯ პლაკატზე ლოზუნგებად წააწერა”
”200 წლიანი ტყვეობის შემდეგ ქართველები ბრუნდებიან თავისუფალი და დემოკრატიული მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე
გაგვიცანით, ეს ჩვენ ვართ-ჩვენ ქართველები ვართ!”
ხოლო პორტრეტების ფერადოვანი გამა, ექსპრესიული სახეები და ინდივიდუალური ხელწერა გულგრლის ნამდვილად არ დაგტოვებთ გიორგი გუგუშვილის შემოქმედების მიმართ