3/19/09

”დასავლეთი და აღმოსავლეთი” გალერეაში ”რაციო”



     


საქპატენტის გალერეა ”რაციო” გიწვევთ ალი ასლანიშვილისა(Ali Aslanishvili) და ერიკ ბინდერის(Eric Binder) ნამუშევრების გამოფენაზე რომელიც 11 მარტს გაიხსნა და ირანული კულტურის დღეებთან დაკავშირებით 27 მარტამდე გაგრძლედება. ალი ასლანიშვილი ფერეიდანელი ქართველია, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ცხოვრობს, მისი ნამუშევრები ისეთი ფერადოვანია და აბსტრაქტული , ერთი შეხედვისთანავე აღმოსავლური ხედვის ადამიანი წარმოგიდგებათ თვალწინ, უსაზღვრო უდაბნოებითა და უდროობაში ჩაძირული ფილოსოფიით. მეორე მხატვარია ერიკ ბინდერი , ფლორიდიდან, რომელიც ასევე საქართველოში ცხოვრობს უკვე წელიწადნახევარია და მისი მზით გაჯერებული დასავლური კონკრეტიკით აღბეჭდილი ნამუშევრები ისეთ სითბოს აფრქვევენ ძნელია აღფრთოვანების გარეშე შეხედოთ.

  

“გამოფენას შეიძლება პირობითად ”დასავლეთი და აღმოსავლეთი” ეწოდოს, რადგან ალი ასლანიშვილი ფერეიდანელი ქართველი, ხოლო ერიკ ბინდერი -ამერიკელი მხატვარია ფლორიდიდან. ორივე ხელოვანმა იმ კულტურის ტრადიცია, თვისებები, ხასიათი და დამოკიდებულება გაითავისა, რომლის წარმომადგენელიცაა.
ალი ასლანიშვილის ორი სამშობლოს პირველქმნილი ბუნება ისპაჰანურ პეიზაჟებში, ზაგროსის მთებსა და საქართველოს ხედებში აისახა...ამერიკელი მხატვრის მზერა ადამიანის ხელით შექმნილი ყოფითი საგნებისკენაა მიმართული...
ექსპოზიცია ორი სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მქონე მხატვრის კონტრასტულ ხელოვნებაზეა აგებული, თუმცა ერთ საგამოფენო სივრცეში მათი შემოქმედება დიდი სამყაროს ერთ პატარა , დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიად იკითხება”

( ამონარიდები აღებულია საგამოფენო ბუკლეტის ტექსტიდან)


   

No comments:

Post a Comment