ასე ქვია თორნიკე ჭაფოძის გამოფენას, რომელიც ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს. მართალი გითხრათ , წარმოდგენა არ მქონდა სათაურის მიღმა რა გამოფენა დამხვდებოდა, თუმცა ფერწერულ ტილოებს ნამდვილად არ ველოდი. დარბაზში მისულს კი რამდენიმე წუთი მაინც დამჭირდა , გამეაზრებინა ის , რასაც ვუყურებდი. თუმცა ამ რამდენიმე წუთის მერეც გამოფენის არსს ჩავწვდი-მეთქი რომ ვთქვა ტყუილი იქნება,ცოტა უცხო იყო და თან მოულოდნელი, ამიტომ ,ისევე მოვიქეცი როგორც დამთვალიერებელთა უმეტესობა- იქვე შესასვლელში დაწყობილ ანოტაციას დავავლე ხელი და მეორედ უკვე ამ ანოტაციის კითხვა-კითხვით შემოვუარე დარბაზს. თქვენ კი ამ ანოტაციას აქვე გთავაზობთ, თუ სურვილი გექნებათ გამოფენის ნახვის, წინასწარ იქნებით მომზადებულნი : )







No comments:
Post a Comment