5/21/09

გალერეის კოლექციიდან

 

     გია მირზაშვილი

გალერეაში ”ვერნისაჟი” მიმდინარეობს გამოფენა -”გალერეის კოლექცია” წარმოდგენილია
წარმოგენილია ელენე ახვლედიანის, ლევან ხარანაულის, გია მირზაშვილის და სხვ. ნამუშევრები

გამოფენა 31 მაისამდე გაგრძელდება

ლევან ხარანაული

5/4/09

”მაისის თბილისი”( ქარვასლა- 6-9 მაისი)



ქალაქ თბილისის საკრებულო გიწვევთ გამოფენაზე “მაისის თბილისი”
(ფერწერა, გრაფიკა.)

გახსნა 6 მაისს 16 საათზე.


1 ელენე ახვლედიანი
2 შალვა მატუაშვილი
3 დიმიტრი ერისთავი
4 თემო მაჭავარიანი
5 ომარ დურმიშიძე
6 გივი თოიძე
7 ოლეგ ტიმჩენკო
8 ლევ ბოიახჩევი
9 პეტრე ბლიოტკინი
10 ჯემალ კუხალაშვილი
11 გოგი ჩაგელიშვილი
12 თაზო ხუციშვილი
13 თორნიკე აბულაძე
14 ესმა ონიანი
15 ალბერტ დილბარიანი
16 ზურა სეხნიაშვილი

გამოფენა გაგრძელდება 3 დღე.

5/1/09

მარიანა შნაიდერის გამოფენა კოპალაში(25-30აპრილი)



გალერეაში ”კოპალა” ამ დღეებში მიმდინარეობდა გერმანელი მხატვრის მარიანა შნაიდერის პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრების უმეტესობა მოგზაურობის დროს საკუთარი თვალით ნანახი სამყაროა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. სამარყანდიდან და ბუხარდან გამოყოლილი აღმოასვლური მოტივები..საქართველოს ბუნება თუ თბილისის ხედები , რაც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი საკმაოდ შთამბეჭდავია. კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი დასავლურ კონკრეტიკასთან შეზავებული აღმოსავლური მხურვალებაა, რომელიც მის ნახატებში იგრძნობა. აღსანიშნავია ასევე ”თბილისი ღამით” და ”ღამე მდინარესთან” ისეთივე მხურვალე და ცეხლოვანი როგორც ავტორის შთაბეჭდილებები. მისი ნახატები სტილის მრავალფეროვნებით გამოირჩევა ,გარდა პეიზაჟებისა, აქვს პორტრეტები(ავტოპორტრეტი, მარტინა) და კუბისტური ნახატები (”სიცივე” ). ყველა მათგანი საოცრად ფერადოვანია და თბილი (თვით ცივ ფერებში გადაწყვეტილი ნახატიც კი) , რაც უდავოდ ავტორის შინაგანი სამყაროს ერთგვარი ანარეკლია.




პ.ს.ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა თბილისში . მანამდე კი გამოფენები ჰქონდა კიევში, რუსელჰაიმსა და ჰოჰხაიმში.

4/24/09

ეფემერები ემიგრანტის არქივიდან



გალერეა ვერნისაჟშია წარმოდგენილი.გამოფენა 22 მარტს გაიხსნა და რამდენიმე დღე გაგრძელდება. თამარ და აკაკი პაპავების ”კოლექციიდან” გამომზეურებული ეფემერები (პოსტერზე დაბეჭდილი წარწერა გვამცნობს (ავტ.პ. ნაცვლიშვილი)”ეფემერა ისეთ საკოლექციო ერთეულს გვიქვია, რომელიც კი არსებობს, მაგრამ რომლის არსებობა არც აუცილებელია, არც საყოველთაო და არც რამ გარეშე წყაროთი დადასტურებული. მაგალითად, მოსაწვევი ბარათი, ტრამვაის, თვითმფრინავის, თეატრის, მუზეუმის, სტადიონის თუ ლატარიის ბილეთი, რესტორნის მენიუ, პროკლამაცია...აფიშა, პლაკატი, მისალოცი, ეტიკეტი...ჟურნალის ან გაზეთის ამონაჭერი”..და სხვა რომელთა ჩამონათვალი შეიძლება უამრავი იყოს ”ეფემერები საუკეთესო დამხმარე წყაროა ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენების შესასწავლად..” და რა თქმა უნდა ამ მხრივ საკმაოდ ყურადსაღებიც. აღნიშნული გამოფენა პირველია საქართველოში და იმედია არა-უკანაასკნელი)-გაზეთებიდან ამოჭრილი მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დაწყებული, ფურცლის ნაგლეჯზე უბრალოდ მეგობრული, თუ ოჯახური მიმოწერით დამთავრებული...ყველაფერი ერთად თავმოყრილი ,სითბოთი და ნოსტალგიით გაჟღენთილი საქართველოდან გადახვეწილი ემიგრანტების მიერ სათუთად შენახული, დღეს გალერეის კედლებზეა გამოფენილი და მნახველს საშუალებას აძლევს საქართველოს უახლოეს წარსულში იმოგზაუროს


პ.ს. თამარ და აკაკი პაპავები საქართველოს გასაბჭოების დროს ორ შვილთან ერთად აღმოჩნდნენ ემიგრირებულნი ჯერ გერმანიაში , შემდეგ კი არგენტინაში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მათი შთამომავლები

4/3/09

თამარ (ბაილა) ჭეიშვილი



გობელენისტი, არაერთი გამოფენის მონაწილე(რიგა, მოსკოვი, თბილისი, ქუთაისი). აქვს გამოგონება, რომლის საშუალებითაც ”შექმნა მოცულობითი, სივრცული ფორმა ”ქანდაკება” შალის ძაფში. მისი ნამუშევრები ”არაჩვეულებრივი ტექნიკითაა შესრულებული. იგი იყენებს, როგორც კლასიკური ქსოვის ტექნოლოგიას, ასევე მარყუჟიან და რელიეფურ ქსოვას. მისი ერთ-ერთი აღმოჩენა გახლავთ ჰოლოგრამული ტექნოლოგია, სადაც გობელენს სკულპტურული ელემენტები შეუთავსა” (ე. ჩოგოვაძე). მჟღერი დეკორატიული ფერების გემოვნებით შეხამება კი მის ნამუშევრებს ”ნატიფი ლირიზმით” აღავსებს. პირველ აპრილს სწორედ ქ-ნ თამარის გამოფენა გაიხსნა გალერეში”რაციო” (საერთო სახელწოდება გამოფენების ციკლისა არის ”დედაქალაქის მიღმა”) რაც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ მხატვრის შემოქმედებას. გამოფენა 7 აპრილამდე გასტანს.



4/2/09

”იტალიური სტილი” ქარვასლაში




იტალიიის საელჩოს ინიციატივით ქარვასლაში მოეწყო გამოფენა -”იტალიური სტილი -სამოსი და ავეჯი” . ცნობილი დიზაინერების კერძო კოლექციებიდან (არმანი, ფერრე , ვალენტინო, ვერსაჩე და სხვ.) გამოტანილი სამოსი, მიუხედავად იმისა რომ ძველ კოლექციას წარმოადგენდა( 70-იანი წლები ძირითადად)მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ასევე არ დარჩებოდით გულგრილნი ავეჯის თუ სხვა დეკორატიული საგნების მიმართ რომელიც შეძლებისაგვარად უხვად იყო წარმოდგენილი- კარტელი მირაბილი, მანოტა...გამოფენა 26 აპრილამდე გასტანს , რაც იტალიური სტილი მოყვარულებს ალბათ გაახარებს.

3/20/09

ბრუნო ვეფხვაძე-დროში მოგზაურობა გალერეა GTM-ში




       

19 მარტს არტ-გალერეა GTM-ში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის , ბრუნო ვეფხვაძის პერსონალური გამოფენა(ეს მისი პირველიპერსონალური გამოფენაა). წარმოდგენილი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო თავისი თემატიკითა თუ გადაწყვეტით, ზეთის საღებავებით შესრულებული დიდი ზომის ტილოების თვალიერებისას თითქოს დროში მოგზაურობ -ერთი მხრივ ანტიკური სამყაროს ისტორიები იპყრობს თქვენს ყურადღებას,ეგვიპტე, რომი... მეორეს მხრივ საბჭოური პერიოდის ნატურმორტი,  თუ მშობლიური კუთხის პეიზაჟები(მცხეთა, დავით გარეჯი..), აღსანიშნავია პორტრეტებიც (მათ შორის ორი  ავტოპორტრეტი) რომლებიც ერთდროულად რეალისტური გამომსახველობით და ამავე დროს, ერთგვარი ”ზღაპრული”ხასიათით გამოირჩევა ...
თუმცა მონათხრობს თვალით ნანახი სჯობს ,  
გამოფენა 22 მარტამდე გრძლედება 
ჩემის მხრივ კი ერთს დავამატებ , რომ გალერეა  გაოცებულმა დავტოვე...

            

(სრულად ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ სათაურის ბმულიდან)